Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შამილ ფილფანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1964წწ. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე (თერაპევტი, ქირურგი, თვალის ექიმი, მთავარი ექიმის მოადგილე); 1964-1966წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში აკადემიკოს ეგნატე ფიფიას კათედრაზე; ორდინატურის დამთავრების შემდეგ მუშაობას კვლავ აგრძელებს მესტიის რაიონულ საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ და ქირურგად; 1968 წელს სამუშაოდ გადავიდა გალის რაიონის სოფ. ოქუმის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგად; 1974 წლიდან მუშაობა გააგრძელა ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ და ქირურგიული განყოფილების გამგედ; აფხაზეთის ომის პერიოდში, მუშაობდა წამყვან ქირურგად ოჩამჩირის სამხედრო ჰოსპიტალში და ქირურგიულ დახმარებას უწევდა ომის წინა ხაზზე დაჭრილ მეომრებს; აფხაზეთის ომის შემდეგ, მუშაობა დაიწყო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1995-2005წწ. გადავიდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში მთავარ ქირურგად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგის წოდება. ჰქონდა მრავალი სიგელი, ჯილდო და მედალი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.352; ადგილობრივი გაზეთი "ლილე": facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |