Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ ტერ-ხაჩატუროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნუხა (აზერბაიჯანი). დაამთავრა გერმანიის ქ. დარმშტადტის უმაღლესი ტექნიკური სკოლა. მუშაობა დაიწყო ბაქოს ნავთობის სარეწებში. 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მონაწილეობდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ელექტრიფიკაციაში, ტრამვაის ხაზების დაპროექტება-გაყვანაში; ხელმძღვანელობდა თბილისის ელექტრომეურნეობას; 1921-1924წწ. მუშაობდა "საქენერგოში"; 1921 წლიდან კითხულობდა ელტექნიკურ დისციპლინებს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1928 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტსა და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრომექანიკური ფაკულტეტის პირველ დეკანად იყო არჩეული; ხელმძღვანელობდა ცენტრალური ელსადგურების კათედრას; 1930 წელს დაინიშნა ენერგეტიკის ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსად; 1933 წელს - კვლავ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცენტრალური ელსადგურების კათედრის გამგეა; 1935 წლიდან მუშაობდა თბილთეცის მშენებლობაზე მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1942 წლიდან - სამეცნიერო-პედაგოგიურ სამუშაოზე. მას ეკუთვნის 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. 10 წლის მანძილზე იყო თბილისის საბჭოს დეპუტატი. 1947 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.313-314 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |