The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ტიკარაძე

იოსებ ტიკარაძე
Date of birth:1936  (89 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1959 წელს.

1959 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოპროექტში" ინჟინრად. "საქენერგოპროექტის" "ენერგოქსელპროექტად" რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობდა ქვესადგურების განყოფილებაში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებაში. 1966 წლიდან მუშაობდა "საქმთავარენერგოს" რელეური დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალურ სამსახურში უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სამსახურის უფროსად. მონაწილეობდა რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების ეტაპობრივი მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროცესში. მონაწილეობდა ასევე აღნიშნული მოწყობილობების სრული რეაბილიტაციის პროცესში ციფრული ტერმინალების ბაზაზე. აქტიურად იყო ჩართული ენერგოსისტემის ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში, აგრეთვე ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის სისტემის ("SCADA") მოკვლევით, საპროექტო, სამონტაჟო და გაწყობა-გაშვებით სამუშაოებში. 2006 წლიდან მუშაობს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რელეური დაცვისა და ავტომატიკის განყოფილებაში წამყვან ინჟინრად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.314

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: