The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ტიკიშვილი

აკაკი ტიკიშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს.

1960 წლიდან - თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში საკონსტრუქტორო განყოფილებაში ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1963 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი კონსტრუქტორი; 1965-1969წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). 1970-1972წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი; 1972 წელს - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრაზე უფროსი მასწავლებელი; 1973-2006წწ. - დოცენტი; 1978 წლიდან ასრულებდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობას; 1980-1996წწ. - ამავე ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრის გამგე; 1995 წლიდან - სააქციო საზოგადოება თბილისის "ელექტროვაგონშემკეთებელ" ქარხანაში მთავარი ენერგეტიკოსი; 1997 წლიდან - ელექტრომანქანების საგამოცდო სტენდის უფროსი; 2007 წლიდან - ამავე ქარხანაში ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის დირექციაში საკონტროლო საგამოცდო ჯგუფის უფროსი; 2006 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კონსულტანტი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.315-316

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: