The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ ბაჩანაშვილი

ზაალ ბაჩანაშვილი
Date of birth:1954  (71 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეჩური, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1980 წელს. 

ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა. სწორედ მიწიერი და ზეციური ცხოვრების კავშირისა და ზეციური ნათლის გამომხატველია თეთრი წრე, რომელსაც ხშირად  ვხვდებით ზაალ ბაჩანაშვილის ფერწერულ ტილოებში. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა მხატვრის გამოფენა "თეთრი წრე", სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო.

წყარო:  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 100-101; მედიაჰოლდინგი "კვირა":  kvira.ge


Share: