შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ტიტიშოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არკადაკი (სარატოვის გუბერნია). დაამთავრა ვ. ვ. კუიბიშევის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ინჟინერ-ჰიდრო ტექნიკოსის კვალიფიკაცია. სწავლის პერიოდში მუშაობდა რიონჰესზე, სადაც გააგრძელა მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მუშაობდა უფროსი ტექნიკოსის, უფროსი ინჟინრის, მშენებლობის სამმართველოს საპროექტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებზე. 1936 წელს ხრამჰეს-I-ის მშენებლობის საპროექტო განყოფილების ძალოვანი კვანძის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1938 წლიდან - ელექტროსადგურის სათავე კვანძის სამუშაოთა უფროსი; 1941-1943წწ. - თავდაცვის ობიექტებზე სამუშაოთა მწარმოებელი; 1944 წლიდან - ხრამჰეს-I-ის მშენებლობაზე იმუშავა ელექტროსადგურის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე; 1948 წლიდან - სამგორის ჰესების მშენებლობაზე მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1951 წლიდან - სიონის ჰიდროკვანძის მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1955-1956წწ. - ლაჯანურჰესის ცაგერის კვანძის მთავარი ინჟინერი; 1957-1980წწ. - "საქჰიდროენერგომშენი", სამთო სამუშაოების განყოფილების გამგე. მონაწილეობდა ხრამჰეს-2, ენგურჰესის, ჟინვალჰესის მიწისქვეშა ნაგებობათა დაპროექტებასა და მშენებლობაში, აქვეყნებდა სტატიებს ცენტრალურ ჟურნალებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.316 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |