Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კატი დადეშქელიანი![]()
Biographyკატი დადეშქელიანმა მემუარები საფრანგეთში, ფრანგულად დაწერა და 1934 წელს ლონდონში, ინგლისურად გამოაქვეყნა. ფრანგულად კატის მოგონებებს დღის სინათლე არასოდეს უხილავს. წიგნის პოპულარობის მიუხედავად, კატი დადეშქელიანის მოგონებები ხელმეორედ არ გამოცემულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ იგი ამერიკელი რომანისტის, ჰარინგტონისა და ნიდერლანდელი დრამატურგის, ერიკა ბლოკის შთაგონების წყაროდ იქცა. კატი დადეშქელიანი, როგორც პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გმირი ქალი, გიორგის ორი ჯვრის კავალერი, დასავლეთში პოპულარულ სამხედრო ლიტერატურასა და ენციკლოპედიებში ისეთი სახელოვანი მწერლების გვერდით არის მოხსენიებული, როგორებიცაა მაგ.: სომერსეტ მოემი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰარი კროსბი, ჯულიან გრინი, სიდნეი ჰოვარდი და სხვ. ემიგრანტი ქალის მემუარები, სახელწოდებით "თავადის ქალი მუნდირში" მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებად არის მიჩნეული. კატის მოგონებებში აღწერილია ბალს ქვემო სვანეთის დადეშქელიანთა მცირე საგვარეულო შტოს ისტორია. კერძოდ, თენგიზ დადეშქელიანის მრავალშვილიან ოჯახში დატრიალებული ამბავი, რამაც კატი დადეშქელიანის პირადი ცხოვრება დრამატულად განსაზღვრა. ფეოდალური დაპირისპირება და მემკვიდრეობის გადაცემის მაიორატული ადათ-წესი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და კატის მამის დაპირისპირება სოციალ-დემოკრატების გარკვეულ ფრთასთან, კატის უსაყვარლესი მამა დააკარგვინა. ხოლო მამის სიკვდილს დედის ტრაგედიაც მოჰყვა – ცრუ ბრალდებით, ბაბილინა ერისთავი ციხეში აღმოჩნდა. კატის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ენერგიული, ნიჭიერი, სწავლას მოწყურებული ქალი აიძულა, მამაკაცის მუნდირში გამოწყობილიყო და ჯემალ დადეშქელიანის სახელით ებრძოლა. კატის მემუარები ფასდაუდებელ ცნობებს შეიცავს ქართული სამხედრო არისტოკრატიის მონაწილეობაზე პირველ მსოფლიო ომში. კავკასიის ხალხების ერთიანობის განცდით დაწერილი "მოგონებების" ცალკეულ თავებში "ველური დივიზიის" თათართა პოლკში მებრძოლის საუკეთესო თვისებებია წარმოჩენილი. ტოლერანტობა, პრინციპულობა, ორგანიზაციული ნიჭი, გონიერება, კეთილშობილება, თანადგომის უნარი და მიმტევებლობა კატი დადეშქელიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებები, ოფიცრებისა და უბრალო მებრძოლთა საერთო აღფრთოვანებას იწვევს. ალექსანდრე დადეშქელიანის და ბაბილინა ერისთავის უფროსი შვილი, კატი დადეშქელიანი, თავისი ხუთი და-ძმის გარდაცვალებას მოესწრო. იგი პარიზთან ახლოს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: "დრო მოწყდა თავის ანჯამს" ანუ ქართველი გმირი ქალი და ფსევდოლიბერალური ინსინუაციები / ქეთევან ტომარაძე // საერთო გაზეთი.- თბილისი, 2021.- 7 ივლისი. N 24. გვ.- 8-9 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |