The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა ტყემალაძე

დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:2001  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1943 წელს.

1944-1950წწ. სპეციალობით მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში, 1951 წლიდან გარდაცვალებამდე - "თბილჰიდროპროექტში". 1966 წლიდან იყო ენგურჰესის ძალოვანი კვანძის პროექტის მთავარი ინჟინერი. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ძალოვანი კვანძის ნაგებობების პროექტში დაინერგა არაერთი ახალი ტექნიკური გადაწყვეტა. პროექტის დაზუსტების მიზნით გამოიყენა შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა მაღალდაწნევიანი საცდელი შტრეკების გამოცდის შედეგად (ენგურჰესი, საბერიოს დასახლება, სატურბინე წყალსატარის უბანი). დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებით, მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.317-318

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: