The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ტყეშელაშვილი

ამირან ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:1949  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1980 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1972 წელს - საპროექტო ინსტიტუტი "სოფენერგოპროექტი", უფროსი ტექნიკოსი; 1973-1980წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ელექტროქსელი, ქვესადგურების მომსახურე ელექტრომონტიორი; 1980-1987წწ. - "სამთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური, დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი; 1987-1994წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური ელექტრული ქსელების ქვესადგურების სამსახურის უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1994-1996წწ. - საქართველოს საზღვაო სანაოსნო შორეული ნაოსნობის ინჟინერ-ელექტრიკოსი; 1996-2004წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თბილისის ფილიალის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 2004-2005წწ. - მესხეთის რეგიონის მენეჯერი; 2005-2007წწ. - ელექტროენერგიის აღრიცხვის სამსახურის მენეჯერი; 2007-2010წწ. - ტექნიკური ინსპექციის უფროსი, ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის სამსახურის უფროსი ინჟინერი ტექნიკური ინსპექციის საკითხებში; 2012 წლიდან - შპს "ენერგოტრანსის" კონვერტორული ქვესადგურის "ახალციხე-500"-ის უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.318

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

გააზიარე: