შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი ექსპლუატაციონისტ - მექანიკოსის სპეციალობით 1936 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 და სსრკ საზღვაო და სამდინარო ფლოტის აკადემია 1954 წელს. 1945 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ბათუმის გემთსარემონტო ქარხანაში მუშაობდა, 1950 წელს ამავე საწარმოს დირექტორი გახდა; 1954 წელს დაინიშნა ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორად, 1967-1984წწ. იყო ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მთავარი ინჟინერი; ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯილდოების მფლობელი, ორდენებისა და მედლების კავალერი. გემთინჟინერი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |