შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რენო ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1957 წელს. მუშაობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ქ. იაროსლავში. 1970-1972წწ. იყო ქ. ოზურგეთის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1973-1993წწ. მუშაობდა ოზურგეთის ელექტრული ქსელების დირექტორად. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოზურგეთის ელექტრული ქსელების ტექნიკური გადაიარაღებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს. 1994 წლიდან - სს "ბჟუჟა ჰესის" დირექტორი, შემდეგ, სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე - "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონსულტანტი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.320 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |