The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი
Date of birth:2 October, 1978  (46 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები 2000 წელს; ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია დიპლომატიის მაგისტრის სპეციალობით 2002 წელს; ლეიდენის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის სპეციალობით 2004 წელს.
2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: 2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის სექტემბრამდე იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე; 2001 წლის სექტემბრიდან 2002 წლის აგვისტომდე მუშაობდა ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივნის თანამდებობაზე; 2002 წლის აგვისტოდან 2004 წლის ივლისამდე იყო ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსი; 2004 წლის ივლისიდან 2004 წლის სექტემბრამდე – ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინგეტრაციის სამმართველოს უფროსი; 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 2005 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი; 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის მაისამდე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად; 2012 წლის მაისიდან 2016 წლის ოქტომბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ამასთანავე, 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით იყო აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2016 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის 9 ივნისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 2011 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

წყარო: საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში: belgium.mfa.gov.ge


Share: