The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა მჟავანაძე

ზაზა მჟავანაძე
Date of birth:28 October, 1969  (55 years)
Category:Dancer, Actor/Actress, Educator, Public Man, Choreographer, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხარაულა, ქედის რაიონი.

დაამთავრა რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოდარის კულტურის ინსტიტუტი ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობით 1991 წელს.

მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა ქ. ბათუმის ენვერ ხაბაზის სახელობის ანსამბლ "ბათუმსა" და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ ანსამბლში; 1993-1998წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის №4 საშუალო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შევარდენს"; ასევე მუშაობდა ბათუმის №20, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სკოლებში ქორეოგრაფად; ბათუმის კვლევითი ინსტიტუტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად; ბორჯომის კულტურის სამსახურთან არსებული ახალგაზრდული ანსამბლების ქორეოგრაფად; 2003 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების კულტურის ცენტრში დირექტორის მოადგილედ შემოქმედებით დარგში; ხელმძღვანელობდა ამავე ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს; მუშაობდა თბილისის 198-ე, 31-ე, 218-ე, 175-ე, მე-10  საჯარო სკოლებში ცეკვის სასწავლო წრეების ხელმძღვანელად; 2010 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის  საჯარო სკოლის ბაზაზე აყალიბებს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს "კრწანისი"; 2011-2020წწ. მუშაობდა  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად, 2020 წლიდან კი - კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ; 2013 წლიდან ხელმძღვანელობს თავის მიერვე დაარსებულ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს; გამოსცემდა ჟურნალებს: "მომავალი ჩვენია" და "მომავლის იმედი"; უძღვებოდა გაზეთ "საქართველოს ქორეოგრაფიის" გამოცემის საქმეს; ზ. მჟავანაძის ინიციატივით გამოიცა საცნობარო კრებული "ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოსტატები"; მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა არაერთი ქართველი ღვაწლმოსილი, დამსახურებული ხელოვანის მემორიალური დაფა; მან დააფუძნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი, სადაც არის სახასიათო ცეკვების პედაგოგი; ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში გაწეული დიდი წვლილისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის წოდებები; მინიჭებული აქვს "ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და ქართული ქორეოგრაფიის სახალხო მოღვაწის საპატიო წოდება"; მრავალი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

Member of Organizations

  • იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო, საპატიო წევრი
  • საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება, წევრი
  • სომხეთის ქორეოგრაფთა კავშირი, საპატიო წევრი
  • ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2023 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელობის პრემია
  • ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი (საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი)
  • ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენი (საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი)
  • მედალი "კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია)
  • ქართული კულტურის დესპანის საპატიო წოდება

Bibliography


Share: