შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მჟავანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხარაულა, ქედის რაიონი. დაამთავრა რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოდარის კულტურის ინსტიტუტი ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობით 1991 წელს. მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა ქ. ბათუმის ენვერ ხაბაზის სახელობის ანსამბლ "ბათუმსა" და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ ანსამბლში; 1993-1998წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის №4 საშუალო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შევარდენს"; ასევე მუშაობდა ბათუმის №20, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სკოლებში ქორეოგრაფად; ბათუმის კვლევითი ინსტიტუტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად; ბორჯომის კულტურის სამსახურთან არსებული ახალგაზრდული ანსამბლების ქორეოგრაფად; 2003 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების კულტურის ცენტრში დირექტორის მოადგილედ შემოქმედებით დარგში; ხელმძღვანელობდა ამავე ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს; მუშაობდა თბილისის 198-ე, 31-ე, 218-ე, 175-ე, მე-10 საჯარო სკოლებში ცეკვის სასწავლო წრეების ხელმძღვანელად; 2010 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის ბაზაზე აყალიბებს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს "კრწანისი"; 2011-2020წწ. მუშაობდა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად, 2020 წლიდან კი - კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ; 2013 წლიდან ხელმძღვანელობს თავის მიერვე დაარსებულ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს; გამოსცემდა ჟურნალებს: "მომავალი ჩვენია" და "მომავლის იმედი"; უძღვებოდა გაზეთ "საქართველოს ქორეოგრაფიის" გამოცემის საქმეს; ზ. მჟავანაძის ინიციატივით გამოიცა საცნობარო კრებული "ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოსტატები"; მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა არაერთი ქართველი ღვაწლმოსილი, დამსახურებული ხელოვანის მემორიალური დაფა; მან დააფუძნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი, სადაც არის სახასიათო ცეკვების პედაგოგი; ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში გაწეული დიდი წვლილისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის წოდებები; მინიჭებული აქვს "ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და ქართული ქორეოგრაფიის სახალხო მოღვაწის საპატიო წოდება"; მრავალი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |