The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე

ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე
ოფიციალური სახელი:ნანული ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 2004  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრწა­ნი­სის ყო­ფი­ლი სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1960-70-იან წლებში ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე იყო ჟურნალ "საქართველოს ქალის" თანამშრომელი. მან დააარსა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო მოძრაობა "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის", ასევე რედაქტორობდა ჟურნალს "მშვიდობა ყველას". ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე ძირითადად საქველმოქმედო ღონისძიებებით იყო დაკავებული. 1990-იანი წლების ბოლოს ის ხელმძღვანელობდა კამპანიას უცხოელთა მიერ ქართველ ბავშვთა შვილად აყვანის წინააღმდეგ, ვინაიდან, მისი აზრით, ეს საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას. ეწეოდა ჟურნალისტურ და მთარგმნელობით საქმიანობას; რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს ი. ბუნინის, ლ. ტოლსტოის და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები.

წყარო: საქართველოს პირველი ქალბატონები / ჯაჯანიძე, ე. (ელენე). - თბ., 2013 : სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: