შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1902 წელს. მომავალი ქმარი, ნოე ჟორდანია 1903 წელს პარიზში გაიცნო და 1904 წელს საქართველოში მასზე დაქორწინდა. იგი ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი პარტიული ფსევდონიმით "თამარი". ქმართან ერთად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი იყო მენშევიკური ფრაქციის ბაქოს კომიტეტის წევრი, 1905 ბაქოში მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა ფეხმძიმობის გამო, ექიმთა შუამდგომლობით, გაათავისუფლეს. რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა არჩევნებში გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატ მათე სკობელევის საარჩევნო კამპანიას, რის გამოც მას აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და გადასახლდა მოსკოვში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აგრძელებდა აქტიურ პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1917 წლის ბოლოს სოციალ-დემოკრატიული სიით მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ოლივერ უორდროპის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა "ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის". ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან - მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან ერთად აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად, ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას. ასევე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დამფუძნებელი კრების მანდატით, შვილებთან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა მეუღლეს. შემდგომ პერიოდშიც აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ემიგრაციული წრეების გასაძლიერებლად და გაჭირვებულთა დასახმარებლად პარიზში აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, შემოსული თანხებით ტუბერკულოზისა და სხვა მძიმე დავადებების მქონე ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში გახდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წევრი. წყარო: ერთი უჩვეულო ოჯახი : ნოე ჟორდანიას შვილიშვილის მოგონებები / ქრისტინე ფაღავა ბულეზი.- თბ.,2017.-გვ.232
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |