შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1945 წელს. 1946 წელს დაიწყო მუშაობა ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" და მონაწილეობდა ცალკეული ობიექტების დაპროექტებაში. 1974 წლიდან იყო "თბილჰიდროპროექტის" ელექტროტექნიკური განყოფილების უფროსი. 1968-1998წწ. ხელმძღვანელობდა ენგურჰესის, ვარციხეჰესის, ჟინვალჰესის კომპლექსური ჰიდროკვანძის და სხვა ობიექტების პროექტების ტექნიკური ნაწილის დამუშავებას. მისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და ჰიდროენერგეტიკის განვითარების საქმეში. მიღებული ჰქონდა საკავშირო და რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.325 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |