Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ფირანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1966 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1958-1960წწ. მუშაობდა სნოსთან არსებულ მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურში მორიგე ელექტრომონტიორად; 1967 წლიდან - "თბილმეტრომშენში" ელექტრომექანიკოსის სპეციალობით; 1969-1977წწ. - "საქმთავარენერგოს" ყაზბეგის ელქსელებში ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ტექნიკის უფროს ინჟინრად; 1977 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ყაზბეგის ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი; 1996-1998წწ. - ელ. ენერგიის გადაცემის და რეალიზაციის ყაზბეგის დირექციის დირექტორი; 1998-2004წწ. - სახელმწიფო კომპანია "ელექტროგადაცემის" ყაზბეგის საქსელო საწარმოს დირექტორი; რეორგანიზაციის შემდეგ, 2004-2008წწ. - ყაზბეგის საქსელო რაიონის უფროსი; 2008 წლიდან - 110/10კვ. ქვესადგურ "ყაზბეგის" უფროსი. ყაზბეგის მაღალმთიან რეგიონში მისი მუშაობის პერიოდში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 110/10კვ. ქ/ს-ბი "გუდაური", "ყაზბეგი", ასევე 110/10კვ. ელ. გადამცემი ხაზები "გუდაური-2" და "დარიალი", შეიქმნა ყიზლარის საქსელო რაიონი, ერთი 110/10კვ. და ორი 35 კვ. ქვესადგურებით, 1500 კმ. სიგრძის 110-35-10-0.4 კვ. ელ გადამცემი ხაზებით და 10/0.4კვ. სიმძლავრის ქვესადგურებით. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და მრავალი მადლობა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.325-326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |