The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მარკოზაშვილი

Date of birth:18??
Date of death:26 June, 1921
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

რუსეთის სამოქალაქო ომის (1918-1923) მონაწილე. 1918 წლიდან შეუერთდა რუსეთის წითელ არმიას. აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლებში უკრაინის სამხრეთში და ყირიმში; მეთაურობდა ყირიმის 1-ლი საბჭოთა დივიზიის კავალერიის პოლკს, შემდეგ ბრიგადას. 1920 წლის მაისში, როდესაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ე. წ. აზერბაიჯანის და ოსეთის ფრონტებზე ახორციელებდა, მარკოზაშვილი გაიგზავნა ვლადიკავკაზში წითელი არმიის კავკასიის მე-2 საკავალერიო დივიზიის მეთაურად. დივიზია ჩამოყალიბების პროცესში იყო და საბჭოთა ხელისუფლების გეგმით მასში ეთნიკურად ქართველი მებრძოლების რეკრუტირება უნდა მოეხდინა. 1920 წლის ივნისში საბჭოთა სარდლობამ მარკოზაშვილს ბრალად დასდო, რომ ის ადგილობრივი ქართველების გავლენის ქვეშ მოექცა და დივიზიის საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნის შემთხვევაში, მას საქართველოს მხარეზე გადასვლა ჰქონდა განზრახული. სასწავლო შეკრებაზე გაყვანილი ქართველი წითელარმიელები განაიარაღეს, ხოლო მარკოზაშვილი დააპატიმრეს. მოსკოვში ეტაპირებისას, სადგურ ბესლანში, გაქცევა მოახერხა და თავი საქართველოს შეაფარა. მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ 1921 წელს. იმავე წლის ივნისში საბჭოთა საგანგებო კომისიამ დააპატიმრა და ღალატის ბრალდებით დახვრიტა.

წყარო: საქართველოს განსაკუთრებითი კომისიის დადგენილება / ს. განსაკ. კომისია // კომუნისტი .- თბილისი, 1921.-N95, 29 ივნისი.-გვ.2; კავკაველი : საიდუმლო ომი დარიალის კართან : წითლების ბატონობა კავკავში / დავით ხვადაგიანი // რესპუბლიკა 100.-2021.-გვ.2; გმირის ხსოვნას /მაქაური // თავისუფალი საქართველო .-თბილისი, 1921.-10 აგვისტო.-გვ.7-8


Share: