შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევასტი თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიააქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, 1904-1907წწ. ხელმძღვანელობდა არალეგალურ სტამბას გურიაში, სოფელ მთისპირში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამყარების (1921) შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1928-1929წწ. გადასახლებული იყო, როგორც "ნაციონალ-უკლონისტი" და თბილისის "ტროცკისტული ცენტრის" წევრი. ავტორია პუბლიკაციებისა საქართველოში ბოლშევიკური მოძრაობის შესახებ, ასევე რამდენიმე რომანისა: "ბელადის პორტრეტი" (1935). 1934 წელს მონაწილეობდა საბჭოთა მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობაში მოსკოვში. 1936 წლის აგვისტოში დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური საქმიანობის" და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და 1937 წლის ივნისში დახვრიტეს. რევოლუციონერი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |