შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედემ ლაგვილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მარტვილი. სწავლობდა ი. ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში, სკოლის დამთავრების შემდგომ მან ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლობდა 1966-1968 წლებში, ხოლო 1968-1972 წლებში სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. უდიდესი წვლილი შეიტანა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის განვითარებაში, სკოლას თავდაპირველად თავად გაუთქვა სახელი, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ურთულესი კონკურენციის პირობებში, ჩააბარა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1972-1974წწ. იყო რაზმაძის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის ლაბორანტი. 1977-1978წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1978-1986წწ. ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი. 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ი. ვეკუას სახელობის სკოლაში, მათემატიკის პედაგოგად, რა დროსაც დიდად განავითარა სკოლის მათემატიკური პროფილი. მისმა მოსწავლეებმა მრავალ საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზეს წარმატებით (IZHO, IMO და სხვა). მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადი მოღვაწეობის სფერო იყო მატრიცული ფუნქციების ფაქტორიზაციის პრობლემა და ანალიტიკური ფუნქციების კვლევა. ის ძირითადად მოღვაწეობდა ლაშა ეფრემიძესთან და გიგლა ჯანაშიასთან. მან განავითარა ლაგვილავა-ჯანაშიას მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის მეთოდი, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტმა დააპატენტა 2016 წელს. წყარო: 42-ე სკოლაში: nino42.blogspot.com; m.facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |