The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ფრანგიშვილი

ვაჟა ფრანგიშვილი
Date of birth:4 June, 1940  (84 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1966 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია.

1960 წლიდან მუშაობდა სამტრედიის წევის ქვესადგურის ელექტრომონტიორად; 1966-1971წწ. - სამტრედიის ენერგომომარაგების უბნის უფროსი ელექტრომექანიკოსი, უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი; 1971 წლიდან - საგზაო ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი ელექტრომექანიკოსი, ელექტრომომარაგების სამსახურის უფროსი ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 1989-1997წწ. - ელექტრომომარაგების სამსახურის უფროსი; 1997-2004წწ. - ელექტრომომარაგების სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილების უფროსი; 2007-2013წწ. - შპს "მარაბდა კარწახის" ელექტრომომარაგების მეურნეობის მენეჯერი, სამმართველოს უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ეტაპობრივად შესრულდა სამუშაოები რკინიგზის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიცაა სამტრედიისა და თბილისი მახარისხებლის ურთულესი სარკინიგზო კვანძების ელექტრომომარაგების გადაიარაღება, სურამის უღელტეხილზე მატარებელთა მოძრაობისათვის მალიმიტირებელი გადასარბენების მეორე ლიანდაგების მშენებლობა, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაცია და სხვა. 1989-1993წწ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეგიდით აფხაზეთის რეგიონებში საომარი მოქმედებისაგან დაზიანებული რკინიგზის ელექტრომეურნეობის აღდგენის უშუალო მონაწილე. სომხეთში მასის-ერევან-სევანისა და იჯევან-რაზდანის სარკინიგზო მაგისტრალებზე ელექტრიფიკაციის სამუშაოების დროულად და წარმატებით ჩატარებისათვის დაჯილდოებული იყო სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.328

Awards and Honors

  • საპატიო რკინიგზელი
  • ღირსების მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: