შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ქანდარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოში" დისპეტჩერად; 1963 წლიდან - რეჟიმების სამსახურში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, გამოთვლითი ტექნიკის სექტორის უფროსად. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენერგოსისტემის რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია; ენერგოსისტემის ყველა ობიექტზე ენერგოსისტემის სახასიათო დღეებში (ზამთრის მაქსიმალური და ზაფხულის მინიმალური) ფაქტიური დატვირთვების, ძაბვის მნიშვნელობების ჩვენებების მრიცხველების მიხედვით აღების ორგანიზება, დამუშავება და ელექტრული სქემის შედგენა. მან პირველმა დანერგა გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით ენერგოსისტემის ნორმალური რეჟიმის, სტატიკური და დინამიკური მდგრადობის პროგრამები. გაიარა ხელმძღვანელი მუშაკების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში, სწავლება ენერგეტიკის მენეჯმენტში. წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელების და სისტემების სპეციალობის სტუდენტების დიპლომის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.332-333 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |