The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაყვალა ქანდარია

მაყვალა ქანდარია
Date of birth:10 May, 1940  (84 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს; სახალხო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - 1983 წელს.

1962-1978წწ. მუშაობდა "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამმართველოში" ინჟინრად, სექტორის უფროსად; 1978-1980წწ. - "საქმთავარენერგოს ენერგოგასაღების" ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1983-1989წწ. - "ენერგოზედამხედველობის" მთავარი ინჟინრის მოადგილე-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1989-1993წწ. -"საქენერგოს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1993-1998წწ. - "საქენერგოს" უფროსი; 1998-2002წწ. - "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000", ტექნიკური სამმართველოს უფროსი, "ელექტროგადაცემის" მთავარი ინჟინრის მოადგილე-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 2002 წელს, მათი შერწყმის შემდეგ, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური სამსახურის უფროსი; 2005 წელს - საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კლევითი ინსტიტუტი, ფირმა "მაკროენერჯი"; 2006-2012წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2012 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრი, სპეციალისტი; მონაწილეობდა კონკურსებში, დაიმსახურა საკავშირო და რესპუბლიკური სიგელები; 1994-1996წწ. გაიარა სტაჟირება განვითარების სააგენტოს სამწლიანი პროგრამით აშშ-ში, ოკლაჰომას უნივერსიტეტში, მოსკოვსა და თბილისში, 1999 წელს - ლონდონსა და ნიუ-იორკში; ხელმძღვანელობდა ნორმატიული დოკუმენტების დამმუშავებელ მუშა ჯგუფებს; 1965-1985წწ. - სამეცნიერო-ტექნიკური, 1992-2000წწ. - ენერგეტიკის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. მონაწილეობდა "საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის" პროექტის დამუშავებაში; 1998-1999წწ. იყო "შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის" ენერგეტიკის სექტორის მუშა ჯგუფის წევი; მონაწილეობდა საბერძნეთში, თურქეთში, ბულგარეთში, რუსეთში, სომხეთში, საქართველოში გამართულ კონფერენციებსა და თათბირებში; არის 30-მდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის, რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და თანაავტორი. დაჯილდოებულია სიგელებით, სამკერდე ნიშნებით "60 лет ГОЭЛРО", "40 лет ЕЭС", დსთ დამსახურებული ენერგეტიკოსი, მედლებით "სანიმუშო შრომისათვის", 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.333

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2013 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • დსთ დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • მედალი "სანიმუშო შრომისთვის"

Share: