The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ფავლენიშვილი

პეტრე ფავლენიშვილი
Date of birth:29 June, 1878
Date of death:15 June, 1921  (at 42 years)
Category:Lawyer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დვანი, გორის მაზრა.

სწავლობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სამი კურსის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პეტროგრადის საოლქო სასამართლოს კერძო ვექილად. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, მობილიზაციით გაიწვიეს არმიაში და განათლების ცენზის მიხედვით სასწავლებლად გაუშვეს გატჩინის სამხედრო სკოლაში, რომელიც იმავე წელს დაამთავრა. 1915 წელს სასწავლებლად გაგზავნეს პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1917 წელს და მსახურობდა სხვადასხვა ნაწილებში.

1917 წლის 20 სექტემბერს კავკასიის ჯარების ფრონტის ბრძანებით, სამუშაოდ გადაიყვანეს შტაბის კონტრ-დაზვერვის დავალებათა ოფიცრის თანამდებობაზე, ცოტა ხნის შემდეგ გადაიყვანეს ვლადიკავკაზის კონტრ-დაზვერვის პუნქტში იმავე თანამდებობაზე. 1918 წლის 14 მარტის, კავკასიის ფრონტის დაშლის ბრძანების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ფორმირების პროცესში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსმა, პოლკოვნიკმა ბაგრატიონ-დავიდოვმა მიიწვია სამსახურში, როგორც კონტრ-დაზვერვის კვალიფიციური ოფიცერი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კონტრ-დაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, სოხუმის კონტრ-დაზვერვის პუნქტის უფროსად და ასევე ასრულებდა ცალკეულ საპასუხისმგებლო დავალებებს; მაგალითისთვის, მან ჩაატარა ზაქათალის ოლქის, როგორც მოსაზღვრე კუთხის შესწავლა. ჰქონდა კაპიტნის ჩინი. 1921 წლის იანვარში კონტრდაზვერვის უფროსად მიავლინეს ბათუმში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სცადა ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. 1921 წლის აპრილში დააპატიმრეს. საქმე განსახილველად გადაეცა XI წითელი არმიის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას. 1921 წლის 15 ივნისს მიესაჯა დახვრეტა.

წყარო: შიდა ქართლი: qartli.ge; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


Share: