Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ რიჩკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით 1973 წელს; 2001 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით სწავლობდა ტრიესტის (იტალია) საერთაშორისო საზღვაო აკადემიაში განხრით - "ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი და დროშის გამოყენება". 1968 წელს, საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე შრომითი საქმიანობა ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ზეინკლად დაიწყო; 1974 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში მყოფმა გემბანის მატროსობიდან გაიარა შტურმანობის ყველა საფეხური, სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟების წევრობისას იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე, 1987 წელს კი იგი უფროსი ოფიცერი, შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 1991 წლიდან საქმიანობა ნაპირზე განაგრძო და წლების მანძილზე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ზღვაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო ინსპექტორის მოვალეობებს ასრულებდა; 1997 წელს გამოცდილი ზღვაოსანი კვლავ ზღვას დაუბრუნდა და 1999 წლამდე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროს თანაშემწედ, 1999-2001 წწ. კი სუპერინტენდანტად საქმიანობდა; 2002-2011 წწ. საჯარო სამსახურშია და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე ასრულებს მენეჯერის, ინსპექტორისა და მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს; 2011-2013 წწ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი"-ს უსაფრთხოების და უშიშროების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი; 2018 წლის 1 აპრილიდან საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის კოორდინატორი. შტურმან-გემთწამყვანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა"
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |