The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ბერიტაშვილი

შალვა ბერიტაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1962  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელი 1925 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1929 წელს.

1923 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალ- გაზეთებსა და გამომცემლობა "სახელგამში"; 1934-1937წწ. მუშაობს მხატვრად გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში; მეორე მსოფლიო ომის დროს შეასრულა მთელი რიგი პატრიოტული პლაკატები სათაურით - "გაზაფხულის ჭექა-ქუხილი" (1941-1945); გააფორმა: ვაჟა ფშაველას "ლირიკა", "პოემები", "სახელგამისა" და ფედერაციის მრავალი გამოცემა. ფერმწერი (დაზგური და წიგნის გრაფიკა).

წყარო: ქართული წიგნის ხელოვნება XX-XXI = Georgian Book Art XX-XXI : ალბომი / ავტორი და შემდგენელი ნინო ჯიშკარიანი.-ვარშავა,2018.-გვ.49


გააზიარე: