შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან - სანავიგაციო ფაკულტეტი 1967 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1991 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1997 წელს. სწავლის პერიოდში საზღვაო - საცურაო პრაქტიკები სახელოვან აფროსან-იალქნიან ბარკ «ТОВАРИЩ»-ზე და ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერ «БУХАРЕСТ»-ზე გაიარა; 1967 წელს, შტურმან გემთწამყვანის სპეციალობით სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში პროფესიული საქმიანობა იმ დროს თვალსაჩინო კაპიტან იაკობ ჯინჭარაძის მეთაურობის ქვეშ მყოფი ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი გემის, ტანკერ «АЛАГИР»-ის მატროსად დაიწყო და მალე ამავე გემზე გახდა კაპიტნის მესამე თანაშემწე; მომდევნო წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე ცურავდა კაპიტნის მეორე და უფროს თანაშემწედ, 1980 წელს კი თავად გახდა კაპიტანი და ტანკერ «НАДЕЖДА КУРЧЕНКО»-ს ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა; კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «КАРЕЛИ», «ЭВЕНСК», «АЛЕКСЕЕВКА»-სა და «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК»-ზე, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების: «ANGLO-GEORGIAN»-ის, «ABC MARITIME»-ს, «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ისა და «EASTWIND SHIPPING»-ის ტანკერების: «NINO-»ს, «VEKUA»-ს, «PARNAR»-ის, «LAKE LISI»-ს «BARENTS WIND»-ის, «KING GEORGE»-ისა და «ARAFURA WIND»-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; 2011 წლიდან პროფესიულ საქმიანობას ნაპირზე, საჯარო სამსახურში განაგრძობს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საზღვაო-საწვრთნელ ცენტრ "ეკვატორში". შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |