| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულიკო პატარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი. დაამთავრა ჟან დე ლეფონტენის ლიცეუმი, შემდეგ — პარიზის უნივერსიტეტის მთარგმნელთა და თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა. დაიბადა პოლიტიკური ემიგრანტების ელისე პატარიძისა და თამარ ალშიბაიას ოჯახში. 1967 წლიდან მუშაობდა "რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციაში, 1986 წლიდან გარდაცვალებამდე კი იყო მისი დირექტორი. ქართულის და ფრანგულის გარდა თავისუფლად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, რაც საშუალებას აძლევდა მოეპოვებინა მსმენელთა ფართო წრისთვის ხშირად მიუწვდომელი ინფორმაცია. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ბეჭდვით პრესაშიც ("ივერია", "თავისუფლების ტრიბუნა"). ცნობილი იყო საქართველოს ამბების ობიექტური გაშუქებით. დაქორწინებული იყო დავით (დათიკო) ურატაძეზე (გრიგოლ ურატაძის ძმისშვილი, დ. 1916 — გ. 1978). გულნარა პატარიძის ძმა — ოთარ პატარიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი. წყარო: გულნარა პატარიძის ოჯახს : სამძიმარი / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 12 ივნისი. - N152(4531). - გვ.1
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

