შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ახლანდელი ქ. ოზურგეთი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექროინჟინრის სპეციალობით 1951 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის სექტემბერში გაიწვიეს მოქმედ არმიაში (406 მსროლელთა დივიზია); ომის დამთავრების შემდეგ, დემობილიზაციისთანავე, განაგრძო სწავლა ინსტიტუტში; 1952-1962 წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" ინჟინრად და მთავარ ინჟინრად; ამ პერიოდში შესრულებული მისი ნაშრომების და გამოგონებების ციკლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ელექრული ქსელების ავტომატიზირებული დაცვის სისტემის შექმნის პროცესში; აღნიშნულ გამოგონებებზე გაიცა ოცამდე პატენტი და მათ საფუძველზე აწყობილი ზოგიერთი სისტემა საქართველოს ჰესებში უცვლელი სახით იყო ექსპლუატაციაში თითქმის 40 წლის მანძილზე; დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1962-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; ამ პერიოდში, მის მიერ დაარსებულ ლაბორატორიაში შემუშავდა ინფორმაციის კომპაქტურად ჩაწერის ახალი მეთოდები, რაც აისახა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და შესაბამისი პატენტებით დაცულ გამოგონებებში; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1972 წელს ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ; ამ პერიოდში მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით განხორცილდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ, დაიდო თანამშრომლობის ხელშკრულებები ჩეხოსლოვაკიის და პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან; გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში მოწვეული იყვნენ ცნობილი მკვლევრები და სამეცნიეორო აქტიობების ორგანიზატორები. მათ შორის აშშ-დან ნობელის პრემიის ლაურეატი გლენ სიბორგი. შვედეთიდან ქვეყნის მეცნიერების სექტორის კურატორი, მეფე კარლოს XVI გუსტავი (შვედეთის მეფე 1973 წლიდან) და სხვ.; მკვეთრად გაიზარდა მიზნობრივ ასპირანტურაზე გამოყოფილი სახსრები, რამაც მრავალ ახალგაზრდა მეცნიერს მისცა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ; განახლდა და გაფართოვდა საქართველოს სახალხო მეურნების მიღწევათა გამოფენა, რაც აღინიშნა გამოფენის სპეციალური მედლით; 1974 წელს დაბრუნდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში, სადაც 1982 წლის ბოლომდე აგრძელებდა მუშაობას მის მიერ დაარსებული ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საკავშირო (1991 წლიდან საქართველოს), მრეწველობის სამინისტროს მცირე სიმძლავრეთა ელექტროძრავების სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდა მსხვილ სამეცნიერო პროექტებს; ჩართული იყო მრავალი სამეცნიერო კვლევის შეფასების პროცესში, როგორც თემატური კომისიების თავმჯდომარე და წევრი, ოფიციალური რეცენზენტი და ოპონენტი; მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული იყო საკავშირო მაშტაბის არა ერთი კონფერენცია მეცნიერების და ტექნოლოგიების აქტუალურ პრობლემებზე; მონაწილეობდა საერთშორისო ფორუმების მუშაობაში. მათ შორის 1970 წელს იაპონიაში გამართულ მიღწევათა მსოფლიო გამოფენაში "ექსპო 70", სადაც ხელმძღვანელობდა ქართველი დელეგატების ჯგუფსპ; იყო 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის და, ოფიციალური პატენტით აღიარებული, 40-მდე გამოგონების ავტორი; აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. კერძოდ, იყო არაერთი სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი; ათეული წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე; მრავალჯერ იყო აქ შესრულებული სადიპლომო ნაშრომების შემფასებელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები, 1941-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილებისთვის არმიის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გამოშვებული მედლები. წყარო: მეცნიერი და პედაგოგი : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 28 ოქტომბერი. - N290 (4669). - 6გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |