The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქობალია მამუკა

ქობალია მამუკა
Date of birth:31 March, 1963  (62 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1985 წელს.

სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტზე სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის კათედრაზე ლაბორანტად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებთა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1992-1998წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის №19 კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1998-2000წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის №19 კათედრის გამგის მოადგილე, დოცენტი; 1999-2004წწ. - სს "თელასი", სხვადსხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე: რეგიონალური ენერგოგასაღების ხელმძღვანელი, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი; 2004-2006წწ. სს "თელასი" - გამანაწილებელი ქსელის დეპარტამენტის უფროსი; 2006 წელს - სს "თელასი", ტექნიკური დირექტორის მოადგილე; 2006-2013წწ. - სს "თელასი", ტექნიკური დირექტორის მოადგილე; 2006-2013წწ. სს "ინტერ რაო ჯგუფი" სს "თელასი", ტექნიკური დირექტორი; 2012-2013წწ. - L.T.D. "AS Group Investment"-ის კომპანია "ას ჯორჯიას" აქტივების მმართველი კომპანიის "Dirsi Full Servise"-ის დირექტორი; 2013-2014წწ. შპს "AS Group Investment-ის კომპანია "ას ჯორჯია"-ს ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი; 2014-2017წწ. "ას ჯორჯია", საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - L.T.D. "AS Group Investment"-ის კომპანია "ას ჯორჯიას" აქტივების მმართველი კომპანიის "Dirsi Residense"-ის დირექტორი; 2012 წლიდან -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მიღებული აქვს ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.337; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2011-)
  • საქართველოს ენერგეტიკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2006-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, მრჩეველი (2008-)
  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2011-)

Awards and Honors

  • 2006 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: