The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა მირიანაშვილი

შოთა მირიანაშვილი
Date of birth:2 July, 1936  (88 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი.

იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-1970წწ.  საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები როგორც კავკასიონზე ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში, მათ შორის შხარას მასივზე. არის პირველი ქართული ექსპედიციების მონაწილე, რომელმაც დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა) და განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა 130-ზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. ალპინისტი, მთამსვლელი, სპელეოლოგი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. - გვ.282

Awards and Honors

  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

Share: