The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ღვამიჩავა

თამარ ღვამიჩავა
Date of birth:16 June, 1981  (43 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008-2009წწ. მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში; 2010-2011წწ. სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში; 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი - ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისთვის; 2013-2015წწ. გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი.
2002 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი; 2004-2005წწ. მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2006 წლიდან საქმიანობს სამეცნიერო სფეროში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; 2020 წლის ივლისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: