Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ქორქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო ალაზანჰესში მორიგე ინჟინრად; 1951 წლიდან - სასოფლო დანიშნულების პირველი ავტომატიზირებული ჰიდროელექტროსადგურის ტირიფონჰესის ელექტრომექანიკური საამქროს უფროსი; გორის 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით გადაიყვანეს ამ ქვესადგურის უფროსად; 1960 წლიდან - გორის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1962 წლიდან - ამავე საწარმოს დირექტორი; 1980-1994წწ. - დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში; 1994 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე საწარმოს სამსახურის უფროსი. წლების მანძილზე იყო საქართველოს კპ გორის რაიკომის წევრი, რაიონული საბჭოს დეპუტატი, გორის რაიონის ქალთა საბჭოს და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი სასამართლოს მსაჯული, ელექტროსადგურებისა და ელექტრომრეწველობის რესპუბლიკური პროფკავშირების პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.340 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |