The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე
Date of birth:7 March, 1982  (43 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართლისმცოდნეობა 2005 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი სპეციალობით მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია 2005 წელს; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის მარტიდან ივნისამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) კურიერად; 2006-2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტად; 2007-2009წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2009-2011წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2011-2012წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსის თანამდებობაზე; 2013 წლის ნოემბერში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად; 2013-2016წწ. იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016-2019წწ. თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020 წლის 8 მაისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geსაქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2021-)

Share: