The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ გოგოხია

თემურ გოგოხია
Date of birth:2 November, 1977  (47 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალში.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2000-2002წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2002-2003წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში კონსულტანტად; 2003-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2006-2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2007 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, ამავე წლიდან მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2008-2010წწ. იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2013-2017წწ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2017 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2017 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2021-)

Share: