The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი შონია

ბადრი შონია
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1979  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს; 2010-2011წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005-2006წწ. მუშაობდა საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად; 2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად; 2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად; 2007-2009წწ. სენაკის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად; 2009-2010წწ. ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად; 2011-2016წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016-2017წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის მაისიდან ივლისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე; 2017-2018წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე; 2018 წლის 1 იანვრიდან ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2019-2021წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე; 2021-2023წწ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; 2021-2022წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ივლისიდან არის ამავე კოლეგიის თავმჯდომარე. 2024 წლის 18 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2021-)

გააზიარე: