The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ენრიკო ქორქია

ენრიკო ქორქია
Date of birth:1941  (84 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1971-1974წწ. სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1958 წლიდან - თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ელექტროშემკეთებელი, ინჟინერი, ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" გამშვებ-მომწესრიგებელი სამმართველო, უფროსი ინჟინერი, განყოფილების უფროსი; 1975-1990წწ. - საქართველოს საკონსტრუქტორო-საპროექტო კვლევითი ინსტიტუტი, "საქმძიმემრეწველექტროპროექტი", უფროსი ინჟინერი, განყოფილების უფროსი, დირექტორის მოადგილე. 1979-1982წწ. და 1987-1988წწ. მივლინებული იყო ინდოეთში ქ. კორბის მეტალურგიული კომბინატის მთავარ ინჟინერ-ელექტრიკოსად, შემდეგ ქ. ბხილაის მეტალურგიული ქარხნის საგლონავი საამქროს მთავარ სპეცილისტ-ელექტრიკოსად. 1990-1998წწ. - გაერთიანება "თბილხელსაწყო", გენერალური დირექტორის მოადგილე, ქვესაწარმოს დირექტორი; 1998 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", კოორდინატორი, განყოფილების უფროსი. 1975 წლიდან სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად, "ელექტრული სადგურების, ელექტრული ქსელების და სისტემების" კათედრის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციებს მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობს სამაგისტრო შრომების შესრულებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, სახელმძღვანელო. მონაწილეობდა რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ელექტრომომარაგების სისტემებში ელექტროენერგიის ავტომატიზირებული აღრიცხვის და ხარისხის საკითხები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.340-341


Share: