შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, (გუდაუთა, აფხაზეთი). ბარბარე (ბაბო) შარვაშიძე (შერვაშიძე) - აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძისა (1806-1866) და ალექსანდრა (ცუცუ) დადიანის (1822-1864) უმცროსი ქალიშვილი. ექვსი წელი სწავლობდა ტფილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში. მისი ოჯახი დაახლოებული იყო რუსეთის სამეფო კართან, მაგრამ მათ აფხაზეთში ჩასვლა ეკრძალებოდათ. 1889-1897 წლები ბაბო შარვაშიძე გათხოვილი იყო თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე წულუკიძეზე. 1907 წლიდან მისი მეუღლე იყო პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მეიენდორფი (1869-1964). ცოლ-ქმარი ხშირად ესწრებოდა სამეფო კარის ღონისძიებებს. ბაბო იმპერატრიცას ფრეილინა იყო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ალექსანდრე მეიენდორფი მეუღლესთან ერთად ლატვიაში წავიდა, რადგან ის ლატვიურ-გერმანული წარმოშობის ბარონი იყო და იქ მამული ჰქონდა. ორივემ ლატვიის მოქალაქეობა მიიღო, გარკვეული ხნის შემდეგ ისინი უცხოეთში გაემგზავრნენ და ლონდონში დასახლდნენ. 1946 წელს, ბაბო შარვაშიძე- მეიენდორფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ლონდონში, ლატვიურ ენაზე გამომავალ გაზეთში - "Londonas Avize" გამოქვეყნდა ნეკროლოგი, მასში აღნიშნული იყო, რომ განსვენებულ წარჩინებულ ქალბატონს ძალიან უყვარდა თავისი მეორე სამშობლო - ლატვია და ქართველების და აფხაზების მსგავსად მციერიცხოვანი ლატვიელი ხალხი, რომელსაც გულწრფელად თანაუგრძნობდა. ალექსანდრე მეიენდორფი ლექციებს კითხულობდა ლონდონის უნივერსიტეტში. 1934-1939 წლებში ცოლთან ერთად ცხოვრობდა ფინეთში, შემდეგ კვლავ - ინგლისში. შვილები არ ჰყოლიათ. ბაბო შარვაშიძე გარდაიცვალა 1946 წლის 27 მარტს პეინტონში (დევონი, ინგლისი). სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ინგლისურ ენაზე აკეთებდა ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს. მისი მეუღლის ძალისხმევით ეს ფოტოებითა და ცალკეული ჩანახატებით გაფორმებული რვეული, დღიურის ტიპის ჩანაწერებით, გადაეცა ბარბარე შარვაშიძის უახლოეს ნათესავებს თბილისში, ბაბო შარვაშიძე იყო ბაბო დადიანის ბებიის და, ემიგრაციაში ინგლისურ ენაზე დაწერილი დღიური, ბაბო დადიანის არქივში ინახება. 2019 წელს ბაბო შარვაშიძის მემუარები ქართულად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. წყარო: მემუარები / ბაბო შარვაშიძე; ინგლისურიდან თარგმნა, კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ.-თბ.,2019.-გვ.146 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |