The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა ბოტკოველი

თეა ბოტკოველი
Date of birth:7 January, 1960  (65 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1983 წელა; 1983-1988 წლებში კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1988 წელს; მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები ჯიბსონ ხუნდაძე და ზურაბ სამხარაძე.

1993 წლიდან იგი მონაწილეობას ღებულობს მხატვართა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში; 1997 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპელი მხატვრების სიმპოზიუმში; ბოტკოველის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ჟურნალ "ავრორას" გალერეაში  1995 წელს, შემდგომ, თბილისის კულტურის ცენტრში "ბიზნეს კლუბი" 1996 წლის მაისში1997 წელს - თბილისში, კულტურის ცენტრში "ბიზნეს კლუბი", 2000 წლის მაისში - ასევე  თბილისში, გალერეაში "ძველი გალერეა", 2000 წლის ოქტომბერში თბილისში "გაეროს სახლი"-ს საგამოფენო დარბაზში, 2001 წლის იანვარს - თბილისში, "თიბისი ბანკი"-ს საგამფენო სივრცეში, 2001 წლის დეკემბერში - პარიზში, საქართველოს საელჩოში, 2002 წელს - ბერლინში, საქართველოს საელჩოში, 2003 წელს კი თბილისში, გალერეაში "ძველი გალერეა"; მას ბევრ ჯგუფურ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული: თბილისში, გამომცემლობა "მერანი"-ს საგამოფენო დარბაზში 1983 წელს, 1989 წელს მხატვართა საგაზაფხულო გამოფენაში თბილისის სურათების სახელმწიფო გალერეაში, 1990 წელს მხატვართა საშემოდგომო გამოფენაში თბილისის სურათების ეროვნულ გალერეაში, 1997 წელს მხატვართა საგაზაფხულო გამოფენაში თბილისში საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 1997 წელს - მხატვართა გამოფენაში ვილნიუსში (ლიტვა), 1997 წლის დეკემბერში - ქ. შილტეში (ლიტვა), 2000 წელს თბილისის გალერეაში "ძველი გალერეა", 2004 წელს პარიზში, "კავკასიის სახლში", 2004 წლის ნოემბერში - აუქციონი სასტუმროში "ნოგაჰილტონში" (ჟენევა, შვეიცარია). თეა ბოტკოველის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, აშშ, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.

წყარო: სოლომონ არტ გალერეა: solomonartsgallery.com

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1989-)

Share: