Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობინზონ ქსოვრელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1961 წელს. 1961-1962წწ. - ქ. ცხინვალის ქარხანა "ელექტრო-ვიბრობიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1962 წლიდან - თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1964-1977წწ. - ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ელექტროამძრავების ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1977-1979წწ. - თბილისის მცირე სიმძლავრეების ელექტრული მანქანების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორიის უფროსი; 1979 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1997 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი. 2006 წელს კონკურსის წესით აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის სრულ პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეძღვნება სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური პროცესებისათვის ელექტრომაგნიტური ვიბრაციული ამგზნებებისა და დანადგარების დამუშავებას და მათ პრაქტიკაში გამოყენებას. მიღებული აქვს 25 პატენტი, რომლებიც დაცულია 14 ქვეყანაში და 18 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაცია, მომზადებულია 12 მაგისტრი. წლების განმავლობაში იყო აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოებისა და საექსპერტო კომისიების წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.342 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |