The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსლან ქუთათელაძე

რუსლან ქუთათელაძე
Date of birth:1954
Date of death:2005  (at 51 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგება" 1983 წელს.

1972 წლიდან - "საქენერგოგაწყობა", ელექტრომონტიორი; 1975 წლიდან - ამიერკავკასიის სპეც. გაწყობა-გაშვების სამმართველო; 1983 წლიდან - "საქმთავარენერგოს" თბილისის თბოქსელში უფროსი დისპეტჩერი, "საქმთავარენერგოს" იმედიანობის სამსახურის უფროსი, "ტყვარჩელსრესის" მთავარი ინჟინერი, "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი დისპეტჩერი; 1994-1995წწ. - რუსეთის ფირმა "ემპოლის" დირექტორის მოადგილე. გავლილი ჰქონდა სწავლების კურსები ლიტვასა და პოლონეთში. 1999-2001წწ. - სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი; 2001-2002წწ. - "ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის" თავმჯდომარის მოადგილე; 2002 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგიის აღრიცხვის და მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.343


Share: