Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფირუზ ფილფანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, საბუღალტრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1984 წელს დაინიშნა მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორად; 1985 წელს გადაიყვანეს საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილედ, ბიუჯეტის უფროს ინსპექტორად; 1973 წელს პარტიულ სამუშაოზე გადავიდა. იგი აირჩიეს მესტიის რაიკომის ბიუროს წევრად და დანიშნეს მესტიის რაიონის სოფლის მეურნეობის საწარმოო სამმართველოს უფროსად და რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. შემდგომ წლებში იგი მესტიის პარტიის რაიკომში სოფლის მეურნეობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 1991 წელს დაინიშნა მესტიის პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს, მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელად, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსად, 2006 წლიდან მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.356; მესტიის მუნიციპალიტეტი: mestia.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |