Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქურციკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობები" 1942 წელს. 1942-1952წწ. მუშაობდა თელასში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1952 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "ელსადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე ასისტენტად; 1953-1955წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1957). 1959 წელს არჩულ იქნა "ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების" კათედრის დოცენტად; 1963-1966წწ. მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1974 წელს აირჩიეს "ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების" კათედრის გამგედ, 1975 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. დაამუშავა ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების სპეციალობის მაპროფილებელი დისციპლინების ახალი სასწავლო პროგრამები და მეთოდური მითითებები. არის სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი. იყო ენერგეტიკული დარგის მრავალი საკავშირო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.346
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |