შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ღვინეფაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" (1963 წლიდან ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება) ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1971წწ. - "საქენერგოს" სარელეო დაცვისა და სისტემური ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სექტორის უფროსი; 1971-1972წწ. - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩეროს სამმართველოს სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსი; 1972-1988წწ. - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება, განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1988-1996წწ. - ტრესტი "კავკასელექტროქსელმშენი", მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1996-2000წწ. - საზოგადოება "სოჭიელექტროქსელმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2002-2004წწ. - სს "ელექტროგადაცემის" ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამსახურებსა და დეპარტამენტებში მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა რთული ენერგოობიექტების დაპროექტებას, ძირითადად საქართველოს ფარგლებში. მათ შორის, ენგურჰესი-ცენტრალნაიას, ქსანი-აზსრესის სისტემათაშორისი 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საქართველოს უბნები; თბილისი-სამხრეთ საქართველო-ზესტაფონი, ენგურჰესი-სოხუმის 500 კვ ძაბვის, ზესტაფონი-ახალციხის 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მთიანი აჭარის, სვანეთის, აფხაზეთის სვანეთის, თუშეთის, სამაჩაბლოს, ქვემო ქართლის რაიონებსა და სოფლებში. 2011 წლიდან მუშაობა დაიწყო სს "საქრუსენერგოში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.346-347 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |