The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი
Date of birth:30 January, 1946  (79 years)
Category:Geologist, Public official, Engineer, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტერმეზი (უზბეკეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მექანიკა 1968 წელს; სპეციალობით, გეოფიზიკა - 1976 წელს და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგია - 1986 წელს.

1968-1993წწ. მუშაობდა "საქნავთობგეოფიზიკის" ტრესტში, სეისმურ პარტიებში და ექსპედიციებში სხვადასხვა თანამდებობებზე - რიგითი ინჟინრიდან თემატური პარტიის უფროსამდე და ექსპედიციის მთავარ გეოლოგამდე; 1979-1983წწ. და 1988-1992წწ. კონტრაქტით მუშაობდა ალჟირის ნავთობის კომპანიაში ექსპერტ-გეოფიზიკოსის, მთავარი ინჟინრის, კონტრაქტის ხელმძღვანელის თანამდებობებხე. მისი რეკომენდაციით ალჟირში აღმოჩენილი იქნა სამი ნავთობისა და ერთი გაზის საბადო. საქართველოში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-სეისმური მონაცემების ციფრულ დამუშავებას და ინტერპრეტაციას, გეოლოგიური ჭრილის პროგნოზირების გეოფიზიკურ მეთოდებს. 1993 წლიდან - "ნავთობგეოფიზიკის" სამმართველოს მთავარი გეოლოგი; 1995 წლიდან - ნავთობის კომპანიის "იორის ველის" კონსულტანტი გეოფიზიკის სფეროში; 1997 წლიდან - ქართულ-ამერიკული ნავთობის ერთობლივი საწარმო "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", მთავარი გეოფიზიკოსი, მთავარი გეოლოგი. არის მრავალი საფონდო ანგარიშის ავტორი ან თანაავტორი, სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი, რომლებიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ალჟირის სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.349

Awards and Honors

  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: