The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ღუდუშაური

სოსო ღუდუშაური
Date of birth:30 March, 1953  (72 years)
Category:Geologist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არშა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1976 წელს და მიენიჭა გეოლოგის კვალიფიკაცია. 1979-1981წწ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის დასწრებულ ასპირანტურაში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1982). 

1977-1978წწ. მუშაობდა თბილისში, სგ "საქნავთობის" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში გეოლოგად და ინჟინერ-გეოლოგად; 1982-1988წწ. - სგ "საქნავთობი"-ს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულება, გეოლოგი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კვლევითი ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, ლაბორატორიის გამგე; 1988-1994წწ. - სგ "საქნავთობი"-ს გეოლოგიურ-საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი; 1994-2002წწ. - "საქნავთობი"-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2002-2006წწ. - სს ნეკ "საქნავთობის" მთავარი გეოლოგი და გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან - შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" სამსახურის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, "პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების მართვის" დეპარტამენტის ექსპერტი. მიღებული აქვს 2008 - მედალიონი "ნავთობისა და გაზის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის" (2008).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.351

Awards and Honors

  • 2008 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Bibliography


Share: