შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატა ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი 1990 წელს. 1990-1991 წლებში გაიარა ფოტოგრაფიისა და ხატვის კურსი გრეის ხელოვნების სკოლაში (შოტლანდია). 1985 წლიდან მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად, ჯერ როგორც თავისუფალი მომუშავე, ხოლო 1991 წლიდან სადიზაინერო კომპანიაში "McElroy Coats" ედინბურგში (შოტლანდია), 1992-1996 წლებში არქიტექტურულ და სადიზაინერო კომპანიაში "რაკურსში" (თბილისი). პარალელურად მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 1993 წლიდან დიზაინის შეკვეთებზე მუშაობდა. 1999 წელს დააფუძნა ექსპერიმენტული ხელოვნების სტუდია და დაკავდა სტუდიის საქმიანობით, აწყობდა სტუდიის გრანდიოზულ გამოფენებს. 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენებში: 1989 წელს – სტუდენტთა გამოფენა მხატვრის სახლში თბილისში (საქართველო), 1990 წელს – პერსონალური გამოფენა გრეის ხელოვნების სკოლაში (შოტლანდია), 1992 წელს – საშემოდგომო გამოფენა საქართველოს ისტორიის მუზეუმში თბილისში (საქართველო), 1993 წელს – ქართველ და გერმანელ მხატვართა ერთობლივი გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თბილისში (საქართველო), 1994 წელს – ჯგუფური გამოფენა გალერეა "Hobby" თბილისში (საქართველო), 1995 წელს პერსონალური გამოფენა კულტურულ ცენტრში "დესპანი" თბილისში (საქართველო), სააღდგომო გამოფენა "ქარვასლაში" თბილისში (საქართველო), 1996 წელს – თანამედროვე ქართული ხელოვნების, დებორა მაილსის მუზეუმში ატლანტაში (აშშ), ჯგუფური გამოფენა აშშ -ში, საქართველოს ისტორიის მუზეუმში (თბილისი), საქველმოქმედო გამოფენა "საქართველოს მხატვრები მუზეუმებისათვის" თბილისის ბიზნეს-კლუბში, "ახალი სახეები" ყაზბეგის კლუბში თბილისში (საქართველო), 1997 წელს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჯგუფური გამოფენა, 1999 წელს – პერსონალური გამოფენა კაფე გალერეაში "წამი" (თბილისი), 2000 წელს – Glass Installation, "Taggis Art Gallery" (თბილისი), 2001 წელს – პერსონალური გამოფენა საგამოფენო დარბაზში "სარდაფი", თბილისი (საქართველო), 2019 წელს – პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სათაურით "თვალსაზრისი" (თბილისი), 2002 წელს – სოციალური პლაკატების გამოფენა "ქალები მშვიდობისათვის" თბილისი (საქართველო), 2021 წელს - "ქაღალდი, როგორც განძი" მე-3 საერთაშორისო პირდაპირი ხელოვნების გამოფენა, Eco Aware ხელოვნების გალერეა, 2021 წელს – "Undertow 2.0" – ღია გაცვლითი ხელოვნების გალერეა, როტერდამი (ჰოლანდია), 2021 წელს -"Nude affilation" & "Portraiture", ონლაინ გამოფენა, Pepney Gallery (ირლანდია), 2021 წელს - "Coantivirus", ონლაინ გამოფენა "NY20+" ხელოვნების ცენტრი (ჩინეთი), 2021 წელს -" V2 Exhibition Part 1", "The FLUX Review", (ლონდონი, ინგლისი), 2021 წელს – "დედამიწის ხმები" – "Art from Heart" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), 2021 წელს – პარიზის ხელოვნების კვირეული "UFOFABRIK" თანამედროვე ხელოვნების გალერეა პარიზი (საფრანგეთი), 2021 წელს – ჯგუფური გამოფენა "დღეს მე" გალერეა 9, თბილისი(საქართველო), 2021 წელს - "Boomer Gallery", ლონდონი ( დიდი ბრიტანეთი), 2022 წელს - "Concept 2022", "CICA" მუზეუმი (კორეა), 2022 წელს – "HerStory" მანჰეთენის საერთაშორისო ხელოვნება, ნიუ-იორკი (აშშ), 2022 წელს – პერსონალური ონლაინ გამოფენა "Culturally Arts Collective", "Texas & Washington DC" (აშშ), 2022 წელს – "დედაქალაქში" ჯგუფური გამოფენა, "Collect Art", თბილისი (საქართველო), 2022 წელს – "The Biennial Project", ვენეციის ბიენალე, ვენეცია (იტალია), 2022 წელს – "Mind Maze", ჯგუფური გამოფენა, ხელოვნების გალერეა, ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), 2022 წელს – "Magix", ჯგუფური გამოფენა, ონტარიო (კანადა), 2022 წელს – "Diversia", ჯგუფური გამოფენა, ონტარიო (კანადა), 2022 წელს – "Scentic", ჯგუფური გამოფენა, ონტარიო (კანადა), 2023 წელს - "L'Europe. De quelle couleur est elle?" ჯგუფური გამოფენა, გალერეა N9, თბილისი, 2023 წელს - XIV ფლორენციის ბიენალე "Fortezza da Basso", ფლორენცია (იტალია). წყარო: ნატა ბუაჩიძის სტუდია: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |