The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გედევანიშვილი

ნიკოლოზ გედევანიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ გედევანოვი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1881
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1937  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1901წელს; ნიკოლოზის საიმპერატორო სამხედრო აკადემია I თანრიგით 1913 წელს.

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკის ოჯახში. მისი და-ძმები იყვნენ გენერლები ალექსანდრე და იოსებ გედევანიშვილები, მეცნიერი გიორგი გედევანიშვილი, პუბლიცისტი ანასტასია გედევანიშვილი. 1899 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დროს იყო ჩრდილოეთის ფრონტის შტაბის ოფიცერი (1914-1917), შემდეგ - მე-2 კავკასიის კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (1917 წ. სექტ.), ქართული ცხენოსანი ბრიგადის შტაბის უფროსი (1917 წ. ნოემბ.-დეკ.), 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1917 დეკ.-1918 ივნ.). 1918-1921წწ. მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბში, იყო გენშტაბის განყოფილების საორგანიზაციო სექციის უფროსი, სამხედრო წარმომადგენელი აზერბაიჯანში, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში უცხოეთის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებთან. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების (1921) შემდეგ გედევანიშვილი მსახურობდა წითელი არმიაში; იყო საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის შტაბის უფროსი, მე-2 ცალკე კავკასიის არმიის შტაბის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო ხელმძღვანელი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული იყო 1930 და 1931 წლებში. 1937 წლის ივნისში კვლავ დააპატიმრეს, 13 ივლისს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და იმავე დღეს დახვრიტეს. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1917).

წყარო: რუსული არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ruru.openlist.wiki

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაბთით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: