The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ყარაშვილი

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი 1972 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია; სახალხო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით, ეკონომისტის კვალიფიკაციით 1985 წელს.

1973-1980წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოს" საწარმო "საქენერგოგაწყობაში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უბნის უფროსად. მონაწილეობდა ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი ტექნიკის დანერგვაში, მთავარი სადისპეტჩერო ფარის ინფორმაციულ აღჭურვაში. 1980-1988წწ. იყო "საქენერგოგაწყობის" დირექტორის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა და კეთილმოეწყო დაბა მანგლისში საუწყებო 20 ბინიანი დასასვენებელი სახლი და თბილისში 7 სართულიანი საწარმოო კორპუსი. 1988-1989წწ. იყო "საქენერგორემონტის" დირექტორის მოადგილე. 1989 წლიდან მრავალჯერ იქნა არჩეული ხელმძღვანელ პროფკავშირულ მუშაკად, "საქენერგოს", "ელექტროგადაცემის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" პროფკომიტეტის თავმჯდომარედ და დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილედ. მან აღადგინა საქართველოს ელექტროენერგეტიკის მუშაკთა გაუქმებული დარგობრივი პროფკავშირი და 1991-1992წწ. ასრულებდა თავმჯდომარის მოავლეობას. 1995-1996წწ. იყო სს "ჩითახევჰესის" დირექტორი; 2002-2004წწ - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 2004 წელს აირჩიეს შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" პროფკომიტეტის თავმჯდომარედ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.354

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: